უცხოური მედია

მედია: ალმათის ქუჩებში ცხედრები ყრია, მაგრამ სიარული უკვე უსაფრთხოა

Nusagi

8 იანვრის მდგომარეობთ, ყაზახეთის ქალაქ ალმათის ქუჩებში სიარული უკვე ჯავშანჟილეტის გარეშე შეიძლება, თუმცა მოკლულთა ცხედრები კვლავ უპატრონოდ ყრია. ინფორმაციას RTVI ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქში საპროტესტო აქციები და არეულობა გრძელდება. გადაიდო 100-მდე რეისი. ქალაქის ცენტრში ერთეული გასროლის ხმები ისმის, ცხედრებს და დამწვარ მანქანებს კი არავინ აკითხავს. თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, სიტუაცია წყნარია.

ალმათის ქუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები გამოჩნდნენ. ის ადგილები, რომელიც სამხედროებს აქვთ შემოსაზღვრული,  შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევა და ადამიანებს ბავშვები ყავთ სასეირნოდ გაყვანილი. 

kazinform-ის ინფორმაციით, მასობრივი არეულობის დროს, სულ დაკავებულია 4266 ადამიანი. ინფორმაცია შსს-ზე დაყრდნობით ვრცელდება.

სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ მათ შორის უცხოეთის მოქალაქეები არიან. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნიდან არიან ეს ადამიანები ჩასული, თუმცა ამბობენ, რომ „მეზობელი ქვეყნებიდან“ არიან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: