ჯანდაცვა

„მწვანე პასპორტი მხოლოდ ბუსტერით აცრილებზე და ნეგატიური ტესტის მქონეებზე უნდა გავრცელდეს“ – ბიძინა კულუმბეგოვი

Nusagi

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მწვანე პასპორტების შესახებ წერს.

მისი თქმით, „ომიკრონის“ ტალღის შეკავების მიზნით, მწვანე პასპორტი მხოლოდ ბუსტერით აცრილებზე და ნეგატიური ტესტის მქონეებზე უნდა გავრცელდეს.

„თუ გვინდა მწვანე პასპორტმა რეალური როლი შეასრულოს „ომიკრონის“ ტალღის შეკავებაში, მაშინ მისი მოქმედება შემდეგი 2 თვე უნდა გავრცელდეს მხოლოდ შემდეგი კატეგორიის პირზე:

🔴 ბუსტერული დოზით ვაქცინირებულები (საქართველოში 90 ათასამდე ადამიანი)

🔴 ნეგატიური ტესტის მქონენი

სხვანაირად გაჭირდება ბევრი ადამიანის გადარჩენა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისაგან დაცვა“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,615 ნახვა
%d bloggers like this: