პოსტები სოციალური ქსელიდან

„საგარეო უწყების წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, რომ უმოკლეს დროში დაგვაბრუნონ საქართველოში“ – ყაზახეთში მყოფი ქართველი

Nusagi

ყაზახეთში მყოფი ჯგუფ „ილორის“ ერთ-ერთი წევრი ბაჩანა მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს საგარეო უწყება მათ საქართველოში დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს. 

„დღეს ვესაუბრეთ შესაბამის სტრუქტურებს და ყველანაირად ცდილობენ, რომ უმოკლეს დროში დაგვაბრუნონ საქართველოში ანუ უყურადღებოდ არ დაგვტოვეს და ტელევიზიები ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს. დღეს თუ რამე ითქვა ტელევიზიით არის ძველი ჩანაწერი“, – წერს ბაჩანა მელაშვილი. 

ბაჩანა მელაშვილი ყაზახეთში 22 დეკემბერს სამუშაოდ მეგობრებთან ერთად ჩავიდა. 2 დღის განმავლობაში ჯგუფ „ილორის“ წევრები ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. 

საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო, თავდაპირველად აქციები ქალაქებში ჟანაოზენში და აქთაუში მიმდინარეობდა, მოგვიანებით საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. მოსახლეობა თხევადი გაზის გაძვირებას აპროტესტებდა. შემდეგ კი მათი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა გახდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: