საგარეო პოლიტიკა

„ყოველ წუთს ისმის სროლების ხმა, ჩაკეტილები ვზივართ სახლში“ – ყაზახეთში მყოფი ქართველი

Nusagi

ყაზახეთში მყოფი ჯგუფ „ილორის“ ერთ-ერთი წევრი ბაჩანა მელაშვილი აცხადებს, რომ ქალაქში, სადაც ის და კიდევ 3 ქართველი იმყოფება, სროლის ხმა ისევ ისმის. 

„სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება, ყოველ წუთს ისმის სროლების ხმა, გაგვაფრთხილეს, რომ სახლში ჩავიკეტოთ, ჩაკეტილები ვზივართ სახლში და წყნარად ვართ, რომ არ მივიქციოთ ყურადღება. ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან და საკონსულოდან ზარს, დღეს არავის დაურეკავს“, – აცხადებს ყაზახეთში მყოფი ქართველი.

ბაჩანა მელაშვილი ყაზახეთში 22 დეკემბერს სამუშაოდ მეგობრებთან ერთად ჩავიდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ჯგუფ „ილორის“ წევრები ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. 

საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო, თავდაპირველად აქციები ქალაქებში ჟანაოზენში და აქთაუში მიმდინარეობდა, მოგვიანებით საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. მოსახლეობა თხევადი გაზის გაძვირებას აპროტესტებდა. შემდეგ კი მათი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა გახდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,874 ნახვა
%d bloggers like this: