პოლიტიკა

„ნაცმოძრაობაში“ ყველას გავუგზავნე პერსონალური საახალწლო მისალოცი და არც ერთმა მათგანმა პასუხი არ გამცა

Nusagi

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა ისწავლოს კოლეგებთან უერთიერთობა და მადლობის თქმა, როდესაც ახალ წელს ულოცავენ.

“ნაციონალური მოძრაობა დღემდე ჩვენ არ განგვიხილავენ თავიანთ პარტნიორებად, დღემდე თლიან, რომ ისინი არიან მთავარი და დანარჩენი მათ ქვეშ უნდა მოიაზრებოდეს. პოლიტიკური ცხოვრების წესი მათ უნდა ისწავლონ. მათ უნდა ისწვალონ საკუთარ კოლეგებთან ურთიერთობა, მათ უნდა ისწვალონ, როცა გილოცავენ, ამაზე მადლობის თქმა.

ყველას გავუგზავნე საახალწლოდ მისალოცი, პერსონალური და არც ერთმა მათგანმა პასუხი არ გამცა, როცა სხვა ჩემმა კოლეგებმა ქართული ოცნებიდან და სხვა პარტიებიდანაც, ასევე მომილოცეს ახალი წელი. ეს ელემენტარული რაღაცაა და ამ ელემენტარული რაღაცეებით იწყება ურთიერთობა ადამიანებს შორის. ამას იმიტომ ვყვები რომ, ჩვენ გვაქვს ძალიან რთული ისტორია ურთიერთობის ერთმანეთთან, მაგრამ ამ ყველაფერს შეიძლება გადახედო, თუ ხედავ პერსპექტივას, რომ ისინი შენთან ურთიერთობენ როგორც პარტნიორთან. საკმარისია ოდნავ მეტი ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და მაშინვე შენ მათთვის იქნები თავდასხმის და ბულინგის ობიექტი. არ მჯერა, რომ არ გაიმეორებენ იგივეს, რაც ერთხელ უკვე გააკეთეს ჩემსა და ალეკოს მიმართ, გირჩის მიმართ. ჩვენ უნდა გვქონდეს განცდა, რომ როცა დასჭირდებათ, მეორე წუთში ტალახს არ მოგასხამენ.”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,446 ნახვა
%d bloggers like this: