ბიზნესი

ქართველი მილარდერი მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის მთავრობას ეხმარება

Nusagi

ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე, რომელიც ფინტეკ კომპანია kaspi.kz- ს დამფუძნებელია, სოციალურ ქსელ Linked In-ში სტატუსს აქვეყნებს.

ბიზნესმენი ეხმიანება ბოლო დღეებში ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს და დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას, საპროტესტო გამოსვლებს და ა.შ.

არსებული მდგომარეობის გამო ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდების სერიოზული პრობლემებია, შედეგად რიგი სერვისებისა შეფერხებით მუშაობს.

მიხეილ ლომთაძე წერს, რომ ამ სიტუაციაში “კასპის” გუნდი სახელმწიფოს ეხმარება როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსით:

“ჩვენო ძვირფასო კლიენტებო, ყოველ საათში, ყოველწუთიერად ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, “რაც კარგია ყაზახებისთვის და ყაზახეთისათვის – კარგია Kaspi.kz–სთვისაც” – და დღეს ეს პრინციპი ისეთი აქტუალურია და ახლოა ჩვენს გულებთან, როგორც არასდროს…

სამართალდამცავ სტრუქტურებს გადავეცით 9 ბრონირებული ავტომობილი ოთხ ქალაქში ქუჩაში პატრულირებისათვის. ჩვენი თანამშრომლები მოძრაობენ სამოქალაქო მობილურ ჯგუფებთან ერთად. ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მთელი ძალებით ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მშვიდობის აღდგენაში”,– წერს მიხეილ ლომთაძე.

ის მომხმარებლებს დეტალურად აწვდის ინფორმაციას იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც გადადგმულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში “კასპის სერვისების” აღგენისა და გაუმჯობესებისთვის:

– აპლიკაცია Kaspi.kz – როგორც უკვე შეამჩნევდით, ხელმისაწვდომობა ჩვენს სერვისებზე ყაზახეთში უკვე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ინტერნეტის არარსებობის შემთხვევაშიც კი უკვე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიცაა გადარიცხვები, გადახდები, “ Kaspi Travel”, “ჩემი ბანკი” და სახელმწიფო სერვისები”. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა გაციფრულების სამინისტროსთან და მობილურ ოპერატორებთან თანამშრომლობით. გამოვხატავთ მადლიერებას სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ოპერატიული მუშაობისთვის. 

– ბანკომატები: ახლა ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს სერვისები ბანკომატებში, სადაც ამის ტექნიკური და ფიზიკური შესაძლებლობა უკვე არსებობს. ეს ჩვენთვის მნიშნელოვანი პრიორიტეტია! თუ გუშინ მხოლოდ 4 ბანკომატის მომსახურება ხდებოდა, დღეს თითქმის 6–ჯერ მეტი ბანკომატია უზრუნველყოფილი – 140 ბანკომატი 12 ქალაქში.

– ფილიალები: ჩვენ უკვე შევუდექით ჩვენი დაზიანებული ფილიალების აღდგენას, იქ, სადაც უსაფრთხოდ მუშაობა შესაძლებელია. დაზიანებული სივრცეები დროებით გადაიხურება და უახლოეს მომავალში სრული სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. უკვე ვყიდულობთ საჭირო მასალას და იარაღებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს სარემონტო სამუშაოების შესრულება“,-აცხადებს ლომთაძე.

bm.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,646 ნახვა
%d bloggers like this: