საზოგადოება

„საზოგადოებას სააკაშვილის უკვე აღარ სჯერა, იგი პოლიტიკურად მკვდარია“ – პაატა ზაქარეიშვილი

Nusagi

კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ისაუბრა

მისი თქმით, არცერთი მხარე ქვეყნისთვის არ იბრძვის და მათი მთავარი მიზანი ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. 

„როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ არ აძლევს საქართველოს დემოკრატიულად განვითარების შესაძლებლობას. არცერთი არ ფიქრობს სახელმწიფოზე, ორივე ფიქრობს ძალაუფლებაზე. დღეს ქვეყანაში მიდის არა სახელმწიფოსთვის ბრძოლა, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ეს გარკვეულწილად არის „ნაციონალური მოძრაობის“ სინდისზე – როცა ხარ მკვდარი, უნდა თქვა, რომ მკვდარი ხარ და წახვიდე. რაც გააკეთა შევარდნაძემ, იმას ვერ აკეთებს სააკაშვილი. შევარდნაძე როცა გადადგა, მან იცოდა, რომ იგი პოლიტიკურად მკვდარი იყო, ამიტომ გაეცალა სიტუაციას. საზოგადოებას სააკაშვილის უკვე აღარ სჯერა, იგი პოლიტიკურად მკვდარია. პოლიტიკოსი უნდა გრძნობდეს, რომ მოქალაქეებისთვის იგი მიუღებელია, მაგრამ მიშა ტიპაჟია ისეთი, რომელიც ბოლომდე სახურავებზე ირბენს. ერთადერთი, თუ რამე მის მიმართ სიმპათია არსებობს, არის ის, რომ ის ებრალებათ, როგორც პატიმარი.

შეიძლება, სააკაშვილი იმაზე მეტი დამნაშავეა, ვიდრე დღეს სასამართლო ამბობს, მაგრამ ეს იმდენად არასანდო სასამართლოა, რომ ეს არ არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სააკაშვილის დამნაშავეობას. ხელისუფლება ძალიან კომფორტულად იქნება იქამდე, სანამ სააკაშვილი არ წავა პოლიტიკიდან“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,141 ნახვა
%d bloggers like this: