Uncategorized

ყაზახეთში მაიდანის ტექნოლოგიები გამოიყენებოდა – პუტინი

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ყაზახეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებში მაიდანის ტექნოლოგიები გამოიყენებოდა. ამის შესახებ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერებთან ონლაინშეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს. ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდე…COVID-1915:12„კომუნისტები და პენსიონერები გაუშვით პენსიაზე, ისინი მავნე პარაზიტებივ…საზოგადოება26 წუთის წინ

პუტინის აზრით, ყაზახეთის სტაბილურობას და სახელმწიფოებრიობას საფრთხე იმის გამო კი არ შეექმნა, რომ იქ საწვავის გაძვირების გამო სტიქიური საპროტესტო აქციები დაიწყო, არამედ იმიტომ, რომ სიტუაცია „დესტრუქციულმა გარე და შიდა ძალებმა გამოიყენეს“. 

„ის ადამიანები, ვინც გაზის ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე საუბრობდნენ და ამას აპროტესტებდნენ – ეს ერთი ხალხია, ხოლო, ვინც ხელში იარაღი აიღო და სახელმწიფოს თავს დაესხა, ეს სულ სხვა ხალხია და მათ სხვა ამოცანები აქვთ, აქტიურად გამოიყენებოდა  მაიდანის ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი პროტესტების ძალისმიერი საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი დაეთანხმა ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომარტ ტოკაევს, რომ ქვეყანას თავს დაესხნენ ტერორისტები.

პუტინს მიაჩნია, რომ ყაზახეთში კარგად ორგანიზებული და კარგად მართული ტერორისტთა ჯგუფები გამოიყენებოდა, რომლებმაც მომზადება, სავარაუდოდ, სპეციალური ტერორისტულ ბანაკებში საზღვარგარეთ გაიარეს.

პუტინმა, ასევე, განაცხადა, რომ კუხო-ს (ОДКБ) ქვეყნებმა ყაზახეთში სამშვიდობო ძალები გააგზავნეს, რათა კრიმინალებს, მაროდიორების და სხვა ელემენტების თარეშს ბოლო მოეღოს.

„სამშვიდობო ძელები ყაზახეთში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩებიან და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ოპერაცია, ამას ყაზახეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს. თავისი ფუნქციების შესრულების შემდეგ, ბუნებრივია, ეს კონტინგენტი ყაზახეთს დატოვებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან, ასევე, დაამატა, რომ კუხო-ს ხაზით მიღებული ზომები ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლება სახლში სიტუაციის გართულებას და ე.წ. ფერადი რევოლუციების სცენარის რეალიზებას არ დაუშვებს. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: