უცხოური მედია

ყაზახეთში ორმა მაღალჩინოსანმა თავი მოიკლა

Nusagi

ყაზახეთში თავი მოიკლეს ჟამბილის ოლქის პოლიციის სამმართველოს უფროსმა და ქვეყნის ეროვნული უშიშროების კომიტეტის პოლკოვნიკმა აზამატ იბრაევმა.

ჟამბილის ოლქის პოლიციის უფროსის თვითმკვლელობის შესახებ KazTAG იუწყება.

„დიახ, სიმართლეა, მომხდარის მიზეზებს ვარკვევთ“,-აცხადებენ ოლქის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ყაზახი ჟურნალისტი მიხეილ კოზაჩკოვი ამბობს, რომ სულეიმანოვს ტრიბუნალი ელოდა – მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ქვეყანაში არეულობის დაწყების შემდეგ. ტელეგრამ-არხი Baza წერს, რომ ტრიბუნალის მიზეზი გახდა პოლიციელების პროტესტანტების მხარეს გადასვლის შემთხვევები. 

ეროვნული უშიშროების კომიტეტის პოლკოვნიკი აზამატ იბრაევი ასევე, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

„10 იანვარს ქალაქ ნურ-სულთანში საკუთარი სახლის ეზოში პოლკოვნიკ იბრაევის ცხედარი იპოვეს- აცხადებენ კომიტეტში და აღნიშნავენ, რომ მიმდინარობს გამოძიება. 

რამდენიმე დღის წინ დააკავეს ეროვნული უშიშროების კომიტეტის ექს-მდივანი კარიმ მასიმოვი. მას ბრალად სახელმწიფოს ღალატი ედება და 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

10 იანვარს ყაზახეთში გლოვის დღე გამოცხადდა. ხელისუფლება ადასტურებს 17 სამართალდამცველის და ორი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებას. მათივე ინფორმაციით, მოკლულია 26 „დამნაშავე“, დაკავებულია 8 ათასზე მეტი ადამიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,545 ნახვა
%d bloggers like this: