სოციალური ქსელები და მედია

ვახო სანაია: რეზო ამაშუკელმა ფქვილში ამოგანგლული ვირთხა შემარქვა

Nusagi

ჟურნალისტი ვახო სანაია ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ახლად გარდაცვლილ პოეტ რეზო ამაშუკელს ლანძღავს.

„კაით, ხალხო. ყველანი დავბერდებით და არ ვიცით, რას ვიზამთ მაგ დროს. ნუ ლანძღავთ. გარდაცვალებას სამძიმარი უხდება ან სიჩუმე. მე ფქვილში ამოგანგლული წისქვილის ვირთხა შემარქვა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გამეცინა. რა მოხდა მერე, თუ მლანძღავდა. ღმერთმა აცხონოს“,-წერს ვახო სანაია სოციალურ ქსლში.

სანაიას პოსტს სხვებიც გამოეხმაურნენ. ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა დაწერა, რომ რეზო ამაშუკელმა მას ჭკვიანი გველი უწოდა. ბადრი შუბლაძის თქმით, რეზო ამაშუკელი მას ვარდისფერი კოლგოტების ჩაცმით დაემუქრა, დიანა ტრაპაიძემ კი განაცხადა, რომ პოეტმა ის კოლმეურნეობის თავმჯდომარეს შეადარა.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ლიდერმა და სამოქალაქო აქტივისტმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ რეზო ამაშუკელი მას მონღოლის ყვრიმალებიან კაპიტანს უწოდებდა.

„მიაკვდნენ ძაღლები სულში“,-წერს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დავით ნებიერიძე, სხვები კი აღნიშნავენ, რომ რეზო ამაშუკელს მართლაც „საოცარი შედარებები“ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ თქვა, რომ რეზო ამაშუკელმა მას „ტრ–ში აყვავებული ბროწეული“ უწოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,500 ნახვა
%d bloggers like this: