მედიცინა

ალექსანდრე გოგინავა: „ომიკრონს“ აგრესიული კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს, ის უფრო მეტად ზემო სასუნთქ გზებში ვრცელდება

Nusagi

კარგი ინფორმაცია, რასაც კვლევებიც ადასტურებს და მეტ-ნაკლებად ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებაც არის ის, რომ „ომიკრონს“ აგრესიული კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. ის უფრო მეტად ვრცელდება ზემო სასუნთქ გზებში და ნაკლებად ვრცელდება ფილტვებში, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ რადიო „პალიტრას“ განუცხადა.

„ვიცით, რომ კოვიდის სიმძიმე ძირითადად განპირობებულია ფილტვების დაზიანებით. მაგრამ ეს შტამი ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ მას საერთოდ არ აქვს უნარი დააზიანოს ფილტვები და გამოიწვიოს მძიმე დაავადება. აქ საუბარია დელტა შტამთან შედარებით, ამიტომ „ომიკრონი“ მაინც საყურადღებო შტამად რჩება, რადგან მას სწრაფი გავრცელება ახასიათებს. ასევე შეუძლია ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს გვერდი აუაროს და დააინფიციროს ადამიანი, რომელმაც უკვე ვირუსი გადაიტანა“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

მისი თქმით, ვაქცინაცია რჩება უალტერნატივოდ, რომ საბოლოოდ პანდემია დავამარცხოთ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,446 ნახვა
%d bloggers like this: