პოსტები სოციალური ქსელიდან

ამირან სალუქვაძე თბს-ის საქმეზე: კრედიტოფიცერი რომ დაგეხმაროთ სესხის აღებაში, მერე თქვენგან ისესხოს თანხა და ბანკს დაუმტკიცოს ვალის უიმედობა და ჩამოაწერინოს თანხა

Nusagi

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე თბს-ის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს განაჩენს ეხმაურება და წერს:

„რამხელა აჟიოტაჟია თიბისის საქმეზე. დავწერ მოგვიანებით, როგორც გავიგე ეს საქმე. მაგრამ მანამდე ორ კითხვას დავსვამ:

1. ბანკის კრედიტ ოფიცერი თქვენ რომ დაგეხმაროთ სესხის აღებაში და შემდეგ თქვენგან ისესხოს იგივე თანხა და გაუგოს ბანკმა, ბანკი იტყვის რომ დანაშაული არაა ჩადენილი, თუ როგორც მინიმუმ თაღლითობად ჩაუთვლის და გააგდებს მგლის ბილეთით?

2.მცირე ხნის შემდეგ, კრედიტ ოფიცერი რომ დაგეხმაროთ და ბანკს დაუმტკიცოს თქვენი ვალის უიმედობა და ჩამოაწერინოს ეს ვალი, ამავე დროს თქვენგან უკან ნასესხები თანხაც არ დააბრუნოს, რა კვალიფიკაციას მისცემს ბანკი, როცა ამ სქემას გახსნის?

დაახლოებით იგივეა ეს საქმე. გულახდილი პასუხები გაეცით. დანარჩენს მოგვიანებით.

ჰო, ახლა რასაც ვუსმენ, ასეთი შეფასებებია, გათეთრება არ დამტკიცდა და თაღლითობა უხარიათ. ეს დაახლოებით იგივეა განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობა რომ დაგიმტკიცდეს და ამბობდე, ის ვერ დამიმტკიცეთო?!

ფულის გათეთრების ნაცვლად, დაუმტიცდათ ფულის გაშავება.

გიგი უგულავა, თავისი აღიარებულ-დამტკიცებული 48 მილიონით და დავით ბაქრაძე, დანა-ჩანგლებით და შემთხვევით აღმოჩენილი არადეკკლარირებული კოლოსალური თანხებით (ზუსტად არ მახსოვს, მილიონ ლარამდე იყო), სჯობს გაჩუმდნენ, ასეთ საქმეებზე. მხოლოდ უარესად ძირავთ.

ველოდები გასაჩივრებებს ყველა ინსტანციაში და საბოლოო განაჩენს. თუ ამ ბრალდებაში, ანუ თაღლითობაში თავი ვერ გაიმართლეს, ბანკირებისთვის უმძიმესი რეპუტაციული დანაშაულია.

თუმცა, რამდენიც არ უნდა იჩივლონ, ამაზე უკეთეს განაჩენს როგორ დააყენებენ, როცა თავად ბანკს აღიარებული აქვს ეს დანაშაული და 1,1 მლნ ლარი ჯარიმა გადაიხადა. პარალელურად ხაზარაძე-ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაყვანა მოხდა.

ავთო წერეთელი ამბობს, ხელი არაფერზე მომიწერიაო, ანუ მისი კომპანიების ხელმძღვანელებს აბრალებს? მამუკა ხაზარაძე კი მუდმივად აცხადებს, ჩემი მეგობარი წერეთლისგან ვისესხეო.

ამ ბრიფინგზე წონიანი პოლიტიკოსები რომ უმაგრებთ გვერდს, ნუ, ერთს ეხება, პრინციპში, პასუხისმგებლები ხართ რომ დანაშაული, ანუ თაღლითობა არ ჩადენილა? ან თუ ყველა სხდომაზე დადიოდნენ, განაჩენს რატომ დაელოდნენ პარტიის ოფისში?

ციხე არავისთვის მიხარია. მით უმეტეს, ეკონომიკურ თემებზე.

დეტალურად და მარტივი ენით, მოგვიანებით.“

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,690 ნახვა
%d bloggers like this: