მედიცინა

პაციენტებს, რომელთაც უდასტურდებათ კოვიდი, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები, გადამდებლობის უნარი 5 დღეში ეკარგებათ

Nusagi

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ უსიმპტომო პაციენტებისთვის საკარანტინე ვადა რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს. მისივე თქმით, წამყვანმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც ძალიან დროულია.

„პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც უდასტურდებათ კოვიდინფექციის არსებობა, მაგრამ არ აქვთ არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა გამოხატული, მეცნიერულ მტკიცებულებებზე და სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, მათ გადამდებლობის უნარი და ეპიდემიოლოგიური საფრთხე 5 დღის შემდეგ პრაქტიკულად ეკარგებათ. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც ძალიან დროულია. ჩვენმა ქვეყანამაც, რაც შეიძლება სწრაფად და მყისიერად უნდა დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს ორ დღეში საკარანტინო ვადებს განიხილავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,545 ნახვა
%d bloggers like this: