პოსტები სოციალური ქსელიდან

„ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის დაპატიმრება“ – მიხეილ სააკაშვილი

Nusagi

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

სააკაშვილის თქმით, იგი 13 იანვარს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე გამოცხადდება და თავის სათქმელს იტყვის. 

„ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს“ და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.

მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო „სასამართლომ“, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. „მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო“ – ასეა ზუსტად ამ „მთავრობის“ და მისი სასამართლოს საქმე.

ხვალ მე მივალ „სასამართლოზე“ და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: