პოსტები სოციალური ქსელიდან

„აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ – გიორგი ფხაკაძე

Nusagi

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის არასწორი მკურნალობის შესახებ წერს.

მისი თქმით, კოვიდით დაინფიცირების შემდეგ დაავადების არასწორი მართვა და მკურნალობა დაუშვებელია. 

„არასწორი მკურნალობა კლავს. 

კოვიდის არასწორი მართვა/მკურნალობა ან კლავს ან აინვალიდებს.

დღესაც გრძელდება ბინაზე არასწორი, თვითნებური მკურნალობა ანტიბიოტიკებით და აცრილ, დაბუსტერებულ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები „დექსამეტაზონებით“ არ შეიძლება.

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულებით გარეშე. 

ანტიბიოტიკები არ უნდა იყიდებოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. 

კოვიდინფიცირებულებო თავს გაუფრთხილდით, არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე“, – წერს გიორგი ფხაკაძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,197,562 ნახვა
%d bloggers like this: