საზოგადოება

„ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ – მიხეილ სააკაშვილი

Nusagi

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ზვიად გამსახურდიას შესახებაც ისაუბრა:

„ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის? აა, უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით, ხომ? თორემ, რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე სქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ზვიად გამსახურდია აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომლებმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვის.

უკრაინაში ვიყავი მრავალი წელი, ვცდილობდი, რომ ჩემ გარშემო შემექმნა ჩემი საქართველო. მუდმივად ვეკონტაქტებოდი ქართველ მებრძოლებს, რომლებზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ყველგან ვსაუბრობდი საქართველოზე და ვწევდი საქართველოს პრესტიჟს ზემოთ. სინამდვილეში, ეს რეჟიმი იმყოფება სასამართლოზე. იმიტომ ვარ აქ, ამ რეჟიმს მოვუწყო სასამართლო იმისათვის, რაც გააკეთა საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: