საზოგადოება

„მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა – რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ – მიხეილ სააკაშვილი

Nusagi

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.

პროცესის მიმდინარეობას მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა:

„თქვენ იცით, რომ გუშინ და გუშინწინ ბრიუსელში და ჟენევაში იმართებოდა ნატოსა და რუსეთის შეხვედრა, სადაც რუსეთი მოითხოვდა ამოეღოთ ის ფორმულირება, რომელიც მე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაჩინსკიმ, ამერიკელების დახმარებით, 2008 წელს გავიტანეთ ნატოს სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

მე მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა – რატომ ვიმყოფები მე სასამართლო დარბაზში? – 1) 4 პიჯაკის ყიდვის გამო; 2) ამნისტიის გამო; 3) „ვენოკების“ და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო და 4) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს. აბა, ოთხიდან ერთი გამოიცანით.

რის გამო იმყოფება სააკაშვილი პატიმრობის ქვეშ? – რის გამოც ყველაფერს იგლეჯს პუტინი, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, ეტყობა, რაღაცას მიმიღწევია ცხოვრებაში. აქ არ ვარ მე იმისთვის, რომ ვითომ ჩადენილი დანაშაულების დეტალებში შევიდე. მე მინდა, ჩემს გამო დაკავებულ ადამიანებს ბოდიში მოვუხადო, რეალურად, მე არც ვიცნობ ჩემს „თანამზრახველებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: