მედიცინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 474 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 029 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 445 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 979 235-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.60 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.91%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 044 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 922 411.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 359 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა – 563, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 176, შიდა ქართლი – 277, გურია – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439 საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 868, აჭარაში – 612, იმერეთში – 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 047 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 125, იმერეთში – 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22. 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 – თბილისში, 520- აჭარაში. 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035 ადამიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,670 ნახვა
%d bloggers like this: