საზოგადოება

„ჩემ დროს დენი მაქსიმუმ 11 თეთრი ღირდა და დაგინებული ჰქონდათ, რომ ფასს გაანახევრებდნენ“ – მიხეილ სააკაშვილი

Nusagi

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.

პროცესის მიმდინარეობას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ფასების ზრდის შესახებ ისაუბრა.

„მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომატებული საფრთხის წყარო. ვისთვის ვარ ვარ მომატებული საფრთხის წყარო? – ოლიგარქი ივანიშვილისთვის, ასევე იმ ხალხისთვის, ვინც ახლა ხელფასი გაიზარდა და დღეს 7 000 ლარი აქვს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ხელფასი. იყო ერთი ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ვარდების რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, რამდენადაც მახსოვს, მას ჰქონდა ხელფასი 500 ლარი, სააკაშვილი იყო თუ არ ვცდები გვარად. ამ ხალხისთვის მე ვარ მომატებული საფრთხის წყარო.

თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომ ის უფასო სასადილოები, რომელიც მე გავხსენი ამ გაჭირვებული ხალხისთვის, მომავალი წლიდან იხურება, ამავე დროს თბილისის მერიამ შეისყიდა ასობით ახალი მანქანა, რომელზეც დაიხარჯა 75 მილიონი ლარი და შემოყვანილ, მოპარულ ავტობუსებში 70 მილიონი ლარი. 2021 წლის ბოლოს ჩვენს მოქალაქეებს გაუძვირდათ კომუნალური გადასახადები, სხვათა შორის ის დენის გადასახადიც, რომელიც ჩემ დროს მაქსიმუმ 11 თეთრი ღირდა და დაგინებული ჰქონდათ, რომ გაანახევრებდნენ. 11 თეთრიანი დენი გახდა 26.5 თეთრი, გაძვირდა გაზის გადასახადიც. გზაში ვუყურებდი ბენზინის ფასებს ბენზინგასამართ სადგურებზე, სად არის ის ბენზინი, რომელიც ჩემ დროს 1 ლარი და 20 თეთრი ღირდა? აქედან 1 ლარი მე მიმქონდა ჯიბეში, მაგრამ სად არის ის ერთი ლარი სულ ვეძებ, რადგან ძალიან გამოადგებოდათ ახლა ჩემს ახლობლებს. ბენზინის ფასი ახლა არის 3 ლარი და 20 თეთრი. 2021 წელს ინფლაციამ შეადგინა ისტორიული მაქსიმუმი. პურის ფასმა მოიმატა, ზეთი 7 ლარამდე ავიდა, კვერცხმა მოიმატა 15-20 თეთრით, მედიკამენტები გაძვირდა, ბავშვის ყველაზე იაფი საკვები ღირს 25 ლარი და ეს ნიშნავს იმას, რომ თავისი საფენებით, რომლებიც ღირს 59 ლარი, ბავშვის გაჩენა არის ძალიან ძვირი რაღაცა. პარალელურად 154 მილიონი ლარით გაიზარდა ბიუროკრატიული ხელფასები. 10 დღე თავისთვის გამოაცხადეს დასვენება, გაჭირვებული ხალხი მთელი ის დღეები მუშაობდა და 1600 ლარიანი საშუალო ხელფასის მქონე ხალხი 10 დღე ისვენებდნენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,921 ნახვა
%d bloggers like this: