საზოგადოება

ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა

Nusagi

ქართველი სპორტსმენი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხელბურთელი ჯანო (ჯანსუღ) ბაგრატიონი თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“. იყო სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1973–1984), თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1984–1986),  საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1986–1996) და პირველი მოადგილე (1996–2000), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996–2004) და საპატიო პრეზიდენტი (2004 წლიდან), სპორტის საპატიო ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1998),ღირსების ორდენის და სოკ-ის ორდენის კავალერი.

მან 1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,446 ნახვა
%d bloggers like this: