სოციალური ქსელები და მედია

ემერიტუსი პროფესორი: დილით საზ. მაუწყებლის ტელევიზიით სახელმწიფო ჰიმნის შესრულება ძლიერი დადებითი მუხტის მატარებელი იქნება საზოგადოებისთვის

Nusagi

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, რევი ჩოგოვაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის პირველი არხის მაუწყებლობა ეროვნული ჰიმნით უნდა იწყებოდეს.

მისი თქმით, ბევრი ქვეყნის რადიო და ტელევიზია უკრავს ეროვნულ ჰიმნს დილით, რაც ქვეყნის მოსახლეობისთვის ძლიერ დადებით მუხტს ატარებს და და შთააგონებს ქვეყნის ისტორიის სიყვარულსა და პატივისცემას. საქართველოში კი, მხოლოდ რადიოთი სრულდება, რაც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მოიცავს.

„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქართული ხუთჯვრიანი დროშა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმბოლო, არის ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი გმირული წარსულის, ჩვენი მართლმადიდებელი მრწამსის, ჩვენი მრავალეთნიკური მოსახლეობის ერთიანობის სიმბოლო. იგი განასახიერებს საერთო მისწრაფებას ვაშენოთ თანამედროვე, განვითარებული, ძლიერი საქართველო, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის.

ჩვენი მეორე უმთავრესი ეროვნული სიმბოლო ეროვნული ჰიმნია. იგი არის საზეიმო პატრიოტული მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც აღიარებულია ქვეყნის მთავრობის მიერ, როგორც ოფიციალური ეროვნული სიმღერა. იგი შთააგონებს სიამაყეს და პატივისცემას ქვეყნის ისტორიის მიმართ, ასახავს მისი ხალხის ტრადიციებსა და ბრძოლას.

საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საგუნდო ან საორკესტრო ვარიანტი სრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველი არხით, ყოველდღე, დილის მაუწყებლობის დაწყებისას. საკითხავია რატომ არ სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის პირველი არხით?

ბევრი ქვეყნის რადიო და ტელევიზია უკრავს ეროვნულ ჰიმნს დილით, როდესაც მაუწყებლობა იწყება. მაგალითისათვის ნახეთ აზერბაიჯანის ტელევიზია – როგორ დადებით ძლიერ მუხტს ატარებს ჰიმნის სათანადო შესრულება- აი საიდან იწყება ერთიანობა და წარმატებები! ჩემი აზრით დადგენილება უნდა გასწორდეს და დაემატოს სახელმწიფო ჰიმნის საგუნდო ან საორკესტრო ვარიანტის შესრულება საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს და ტელევიზიის პირველი არხით.

საქართველოს ეროვნულ სიმბოლოებს გაუმარჯოს, ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს!“,-წერს პროფესორი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,670 ნახვა
%d bloggers like this: