სოციალური ქსელები და მედია

მედიის ქცევა ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ არის მარაზმი, შეგახსენებთ, ეს ადამიანი ხალხმა აირჩია

Nusagi

პარლამენტარი ნინო წილოსანი ეხმაურება მედიასაშუალებების ნაწილის მიერ ფართოდ ტირაჟირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა.

ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მედიის მიერ ამ ფაქტის შეფუთვა, თითქოს ეს დამაკნინებელი და შემარცხვენელი ქმედებაა, ემსგავსება ბულინგს.

„აი ეს არის მარაზმი, სრულიად მიუღებელია ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედიის დამოკიდებულება, მის შესახებ გავრცლებული ინფორმაციის ფორმა, შინაარსი და მოტივი!!! არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება და ეს არ შეიძლება მსგავსი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდეს.

მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის მსგავსი ფორმით გავრცელება და მისი შეფუთვა თითქოს იყოს დამაკნინებელი, შემარცხვენელი ქმედება, ემსგავსება ბულინგს ❌ რაც მთავარია, ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედია ასე პირველად არ იქცევა სამწუხაროა, რომ ასეთი ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას და მის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვას .

თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ადამიანი არის ხალხის არჩეული მერი და არა ვინმეს დანიშნული. მას მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. ამიტომ, ამ ყველაფრით თქვენ რეალურად შეურაცხყოფას აყენებთ მის ამომრჩეველს“,-წერს ნინო წილოსანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,545 ნახვა
%d bloggers like this: