უცხოური მედია

გარდაიცვალა, თუ დაატყვევეს? ყაზახეთში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ნაზარბაევის ადგილსამყოფელი კი, კვლავ უცნობია

Nusagi

ყაზახეთში მასობრივი არეულობის შემდეგ ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრნდება: ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ინტერნეტი მუშაობს, რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, მშენებლებმა ალმათის მერიის დამწვარი შენობის აღდგენა დაიწყეს. 

თუმცა, მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნელ-ნელა ქრება პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პლაკატები ხოლო პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები ითხოვენ, დედაქალაქს კვლავ დაუბრუნდეს ძველი სახელწოდება ( ასტანა ნურსულთანის მაგიერ) ათობით ათას ხელმოწერას ითვლის. 

თავად ელბასი( ყაზახურიდან ითარგმნება, როგორც ერის ლიდერი) უკვე 2 კვირაა არსად გამოჩენილა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ვერსია, თუ სად შეიძლება იმყოფებოდეს ნურსულთან ნაზარბაევი. 

რუსი სოციოლოგი იგორ ეიდმანი აცხადებს, რომ ნაზარბაევი სავარაუდოდ, დატყვევებულია და ის ამჟამად ყაზახეთის ტერიტორიაზე იმყოფება. მისივე თქმით, პოლიტიკოსი სასტიკად გაბრაზებულია ბოლო ხანს განვითარებული მოვლენებით და მიაჩნია, რომ ეს იყო ღალატი. სოციოლოგის ვარაუდით, ახლანდელი ხელისუფლება ნაზარბაევისგან მოითხოვს გააკეთოს საჯარო განცხადება და მხარი დაუჭიროს მოქმედ პრეზიდენტ ტოკაევს.

ნაზარბაევის გარდაცვალების ვერსიის სჯერა ყაზახეთის საშინაო პოლიტიკის ექსპერტს ასკარ ნურშას. მას უზბეკეთის მაგალითი მოჰყავს, როდესაც ქვეყნის ლიდერის ავადმყოფობა და გარდაცვალება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. გარდაცვალების ვერსიას ეთანხმება რუსი პოლიტოლოგი კონსტანტინ კალაჩოვიც. მისი თქმით, ნაზარბაევი სავარაუდოდ, ცოცხალი აღარ არის, ან კომაშია. 

მედიის ნაწილში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაზარბაევი არც მკვდარია და არც ემიგრაციაში წასულა. ის თავის მშობლიურ სოფელში იმყოფება და ისვენებს.

საჯარაოდ არ ჩნდებიან ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებიც. ერთადერთი, ვინც არეულობის შემდეგ კომენტარი გააკეთა, ნაზარბაევის უმცროსი ქალიშვილია. მან ინსტაგრამზე მოსახლეობას მამის მხარდაჭერისთვის მადლობა გამოუცხადა და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა. თუმცა რამდენიმე საათში, ალია ნაზარბაევამ თავისი ექაუნთი წაშალა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პუბლიკაციის მეშვეობით გაარკვიეს, რომ ნაზარბაევის ქალიშვილი პოსტის გამოქვეყნების დროს დუბაიში იმყოფებოდა. 

ყოფილი პრეზიდენტის მეორე ქალიშვილი, რომელიც პარლამენტის დეპუტატია, ასევე დიდი ხანია, არ გამოჩენილა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა და მკურნალობს.

ქვეყანაში პროტესტის ჩახშობის შემდეგ ტოკაევმა ყაზახეთის პარლამენტში განაცხადა, რომ „პირველმა პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნა ძალიან მდიდარი კომპანიები და ადამიანების ფენა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებითაც კი, ძალიან მდიდრები არიან“. მანვე აღნიშნა, რომ დადგა დრო, ყაზახეთის მოსახლეობამ მიიღოს დახმარება სისტემურ დონეზე. ტოკაევმა მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც უზარმაზარ ქონებას ფლობენ და ჩრდილში იმყოფებიან, აქტიურად შეიტანონ წვლილი ფონდის შექმნაში.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,175,037 ნახვა
%d bloggers like this: