ბიზნესი

ღამის კლუბები ღონისძიებების გამართვას შეძლებენ 16 იანვრამდე

Nusagi

ღამის კლუბებს 16 იანვრამდე ღონისძიებების გამართვის უფლება მიეცათ.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 იანვრიდან 16 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებს საქმიანობის უფლება ექნებათ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტებში ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობისთვის რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ახალი წესით, ღამის კლუბებს გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ, მათ შორის შეიზღუდა მაქსიმალურ სტუმართა რაოდენობაც.

სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, კლუბებს მოუწევთ მათ შორის შემდეგი წესების დაცვა:

  • უზრუნველყავით, რომ გასართობი ღონისძიების სივრცეში ერთდროულად სტუმრების რაოდენობა არ აღემატებოდეს სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60%-ს (მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება დაწესებულების მაქსიმალური დატვირთვის შესაბამისად, რომელიც უნდა დადასტურდეს შემოწმების დროს დაწესებულების მიერ);
  • ობიექტზე უზრუნველყავით მხოლოდ იმ სტუმართა მიღება, რომლებსაც გააჩნიათ მწვანე სტატუსი;
  • უზრუნველყავით სტუმართა რაოდენობის კონტროლი, ადამიანთა ელექტრონული მთვლელი მოწყობილობის გამოყენებით იმგვარად, რომ ღონისძიების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელი იყოს დაწესებულების სივრცეში მყოფი სტუმრების ზუსტი რაოდენობის გამოთვლა;
  • სტუმართა ნაკადის მართვა განახორციელეთ იმგვარად, რომ თავიდან აიცილოთ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია;
  • სალაროსთან უზრუნველყავით გამჭირვალე ბარიერების დამონტაჟება;
  • უპირატესობა მიანიჭეთ ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებას;
  • მაგიდების არსებობისას გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები;
  • პერსონალი, რომელიც ემსახურება კვებით უზრუნველყოფას, აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღაბი, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები.
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,072 ნახვა
%d bloggers like this: