ხელოვნება და კულტურა

გიგი თევზაძის ინიციატივა- თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

Nusagi

საქართველოს მთავრობას: გაათავისუფლეთ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობიდან – თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით სოციალურ ქსელში პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორი სოციოლოგი გიგი თევზაძეა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დროა, საქართველოს კულტურის სისტემა გათავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან.

პეტიციაში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც მინისტრი წულუკიანი დგამს:

კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;
2. საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;
3. პროფესიონალების განთავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;
4. ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპეტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც;

“ამიტომ, მოგიწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოთ თეა წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან.

გარდა ამისა, დროა საქართველოს კულტურის სისტემა განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან”, – ნათქვამია პეტიციაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,221,036 ნახვა
%d bloggers like this: