საზოგადოება

მანჩო გიორგობიანი ქეთი დევდარიანზე: ეს „დაიარკა ბოჟიდაროვა” რამხელა პრეტენზიებით არის

Nusagi

ეს ბროკოლის “ბოჩკაზე” გაზრდილი “დაიარკა ბოჟიდაროვა” რამხელა პრეტენზიებით არის, -ასე ეხმაურება ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტის ქეთევან დევდარიანის ფეისბუქ სტატუსს, რომელშიც ამ უკანასკნელმა მეგობრებს ცხოვრებისეული დასკვნა გაუზიარა.

მანჩო გიორგობიანს მიაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც ელემნტარული გრამატიკული ცოდნა არ გააჩნია, ასეთი პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს.

„ეს ბროკოლის “ბოჩკაზე” გაზრდილი “დაიარკა ბოჟიდაროვა” რა ოროსანია. “დ” და “თ” ვერ გაურჩევია სად დაწეროს და რამხელა პრეტენზიებით არის?!

კამსამოლა თუ პარტკომი გოგი გახარია და შთამომავლობითი კაგებეშნიკი სააკაშვილი სვეცკობის აპოთეოზი რომ ჰგონია ამ მართლა მათხოვარს…

დიდი ხანია ფული იშოვა და “ღარიბი” აღარ არის?!

კომენტარებში “გეთანხმები-დ” სასტავს კიკიმორების შაბაში აქვთ , ოროსნების დოღია … ეს პრიმატები რომ ხელისუფლებაში მოვუშვათ, აზრზე ხართ, ადამიანებს რას გვიზამენ?!“,-წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დევდარიანმა დაწერა, რომ ფეისბუქზე 14 -წლიანი გამოცდილებით, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უნდა დაბლოკოს ყველა, ვისი კომენტარებიც დისკომფორტს უქმნის. მან ასევე ურჩია ფულიანებს, დაბლოკონ ღარიბები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,489 ნახვა
%d bloggers like this: