Uncategorized

„ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ – გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

Nusagi

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალური ქსელით „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, „ომიკრონი“ კორონავირუსის უმარტივესი შტამია და ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე პირვანდელი სახეობები.

მისივე განმარტებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ინფიცირებულთა უმრავლესობას არ სჭირდება მედიკამენტები.

„ზოგიერთი ადამიანი რომ გაიკეთებს ტესტს და დაუდგინდება კოვიდი, პანიკობს. დამშვიდდი, ეგ დრო უკვე წავიდა. ახლა ნუღარ პანიკობ. ეს ინფექცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწყისი შტამები იყო. ძალიან მარტივად ჩაივლის. რომც არ გაიგო რომ კოვიდი გაქვს, უფრო მარტივად გაივლი, ვიდრე დადასტურების შემდეგ პანიკით და წამლებში ფულის გადაყრით, რაც საერთოდ არაფერში გჭირდება“, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

გიორგი ღოღობერიძე მოქალაქეებს ურჩევს, რომ კორონავირუსზე ტესტი ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 72 საათის გასვლის შემთხვევაში გაიკეთონ, ხოლო თუ პასუხი უარყოფითია, მაგრამ სიმპტომები გრძელდება, დარჩნენ იზოლაციაში. 

„ტესტის გაკეთებას აზრი არ აქვს, თუ თქვენი ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გასული არაა 72 საათი. თუ სამი დღე არ გავიდა, მანამდე რომ გაიკეთოთ ტესტი, პასუხი უარყოფითი იქნება. თუ ტესტს მეორე დღესვე გაიკეთებ, რა თქმა უნდა, უარყოფითი მოვა, იმიტომ, რომ ვერ პოულობს ის ვირუსს. არაა სანერვიულო. ტესტის პასუხს, თუ შენ კლინიკური სიმპტომები გაქვს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ტესტებს თავი დაანებე, იყავი მშვიდად, წყნარად და იზოლაციაში, რათა სხვებს გაუფრთხილდე“, – აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,220,947 ნახვა
%d bloggers like this: