უცხოური მედია

კორონავირუსის გამო ჰონგ-კონგში 2000 ზაზუნას გაანადგურებენ

Nusagi

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ 2000 ზაზუნას განადგურების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც ზოომაღაზიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა კლასტერი გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ინფიცირებულებს, რომლებიც ცხოველების მაღაზიის პერსონალთან არიან დაკავშირებულები, დელტა შტამი დაუფიქსირდა. ამის შემდეგ ტესტი ზაზუნებსაც ჩაუტარდათ და 11 მათგანს დადებითი შედეგი დაუფიქსირდა. 

ჰონკონგის ჯანდაცვის მინისტრმა სოფია ჩანმა განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ცხოველებიდან ადამიანებს გადაეცემა, მაგრამ ხელისუფლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე შესაბამის ზომებს მიიღებს.

მინისტრმა მოუწოდა ადამიანებს, რომლებმაც ზაზუნები 22 დეკემბრის შემდეგ შეიძინეს, ისინი ხელისუფლებას გადასცენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ზაზუნებს დააძინებენ, რაც, მისი თქმით, ჰუმანური მეთოდია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,221,036 ნახვა
%d bloggers like this: