უცხოური მედია

ნურსულთან ნაზარბაევი: 2019 წლიდან პენსიონერი ვარ – ამჟამად ყაზახეთის დედაქალაქში ვიმყოფები და ქვეყანა არ დამიტოვებია

Nusagi

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება და ქვეყანა არ დაუტოვებია.

„2019 წელს უფლებამოსილება პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს გადავეცი და მას შემდეგ პენსიონერი ვარ. ამჟამად ყაზახეთის დედაქალაქში ვიმყოფები და ქვეყანა არ დამიტოვებია“, – აცხადებს ნურსულთან ნაზარბაევი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული არეულობების მიზანი ყაზახეთის მთლიანობის განადგურება იყო.

„ეს მოვლენები გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ. სტაბილურობა და სიმშვიდე ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. ყველამ უნდა დავიცვათ ეს ღირებულებები. აუცილებლად გადავლახავთ ამ კრიზისს და უფრო ძლიერი გავხდებით“, – აღნიშნა მან.

ნურსულთან ნაზარბაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ელიტაში კონფლიქტი არ არის და ამის შესახებ გავრცელებული ჭორები უსაფუძვლოა.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,221,115 ნახვა
%d bloggers like this: