„პისიარი აუცილებლად უნდა გახდეს უფასო“, – ამის შესახებ ბავშვთა ქირურგმა ლევან ფერაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა
„ დღევანდელი მონაცემები მართლაც არის რეკორდული. 7 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ინფიცირებულები, შესაძლოა, იყოს კიდევ 3-ჯერ და 5-ჯერ მეტი. პისიარი აუცილებლად უნდა გახდეს უფასო. დადასტურებული კონტაქტების შემთხვევაში პისიარი უნდა დაფინანსდეს!
ჩვენ ვაფინანსებთ ათას რაღაცას, მათ შორის, რბილი ავეჯის ყიდვას, ბალ მასკარადებს და უნდა მოვახერხოთ ტესტების დაფინანსებაც“, – აცხადებს ლევან ფერაძე.
Facebook Comments Box