მისტიკა და ჩვეულებები

რა მოხდება, თუ 19 იანვრამდე (ნათლისღება) ნაძვის ხის აღებას ვერ მოასწრებთ?

Nusagi

საზოგადოებაში არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ 19 იანვრამდე ნაძვის ხე და ყველანაირი საახალწლო მორთულობა აუცილებლად უნდა ავიღოთ და შევინახოთ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მორთულ ნაძვის ხეს 19 იანვრის შემდეგაც გავაჩერებთ? როგორც ირკვევა-არაფერი.

ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზმა მამა ელიზბარმა „info ფოსტალიონს ” განუცხადა, რომ ხალხში გავრცელებული აზრი, თითქოს ნათლისღების დღესასწაულის დროს ნაძვის ხის  სახლში გაჩერება არ შეიძლება, არასწორია. „ნათლისღების დღესასწაულამდე ნაძვის ხის აღება ხალხური ტრადიციიდან მოდის, რადგან 19 იანვრიდან იწყება სხვა დღესასწაულები _ წყლის კურთხევა, ფაფობა, მეზობლების მოკითხვა სახლში გაკეთებული ფაფით, მარხვისთვის მზადება და ა.შ. 14 იანვარს ხომ აღვნიშნეთ ახალი წელი, მანამდეც ხომ გვქონდა ნაძვის ხე მორთული და განა რამდენ ხანს უნდა იდგეს, სხვა დღესასწაულებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? ეს არის და ეს. ვისაც სურს ახალი წელი დიდხანს გაგრძელდეს მის ოჯახში, ედგას მორთული ნაძვის ხე, ამას არავინ უშლის და საშიშიც ამაში არაფერია”-გვითხრა მან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,271 ნახვა
%d bloggers like this: