სამართალი

კიევის სასამართლომ პოროშენკოს პირადი თავდებობით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

Nusagi

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება არ მიიღო და პირადი თავდებობით გაათავისუფლა.

მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლოში დაკითხვაზე პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდება.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია არ დატოვოს კიევის ოლქი და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი ჩააბაროს.

შეგახსენებთ, პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,382 ნახვა
%d bloggers like this: