პოლიტიკა

მინდა ვკითხო მეუფეს, მისთვის მონასტერი ციხეა, რომელშიც სასჯელს იხდიან?

Nusagi

მეუფე ნიკოლოზმა რატომღაც, მიიღო გადაწყვეტილება, ( ან მიაღებინეს) პეტრე ცაავას გზას დაადგეს,-ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ადგილს გამოუყოფს ეპარქიაში სასჯელის მოსახდელად.

ხათუნა ხოფერია შეახსენებს მეუფე ნიკოლოზს, რომ პრეზიდენტობა არ არის ინდულგენცია, მონასტერი კი, სასჯელის მოსახდელი ციხე.

„მეუფე ნიკოლოზმა ინტერვიუს დროს თქვა, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, მაგრამ ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია. მე მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ პრეზიდენტობა არ არის ინდულგენცია, პრეზიდენტს, მით უმეტეს, არ აქვს უფლება, დანაშაული ჩაიდინოს.  და თუ მეუფემ იცის და აღიარებს, რომ პრეზიდენტი დამნაშავეა, ისიც უნდა იცოდეს, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ეკლესია ქადაგებს უდანაშაულობას და როგორ შეიძლება, სასულიერო პირმა განაცხადოს, რომ დამნაშავე რადგან პრეზიდენტია, პრივილეგირებული უნდა იყოს სხვებთან შედარებით.

მეუფემ განაცხადა, რომ ეპარქიაში გამოყოფს ტერიტორიას, რათა დამნაშავე პრეზიდენტმა იქ მოიხადოს სასჯელი, მონასტერში. მინდა ვკითხო მეუფეს, აცნობიერებს რეალურად რა თქვა?  მისთვის მონასტერი დამნაშავეთა თავშესაფარია? ციხეა, რომელშიც სასჯელს იხდიან? აცნობიერებს, რამხელა შეურაცხყოფას აყენებს იმ საქმეს, რომელსაც ემსახურება? იმ ეპარქიას, სადაც თვითონ მსახურობს. ჩემთვის წარმოუდგენელია, საიდან მოუვიდა ეს აზრი.  ასე არ შეიძლება!“,-განაცხადა ხათუნა ხოფერიამ ალტ-ინფოს ეთერში, გადაცემა „დღის კომენტარში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, სასულიერო  პირის მხრიდან ასეთ საკითხებში ჩარევა შესაძლოა, ზეწოლის შედეგი იყოს მასზე არსებული გარკვეული მასალის გამო.

„ მე არ ვიცი, რა პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს მეუფეს, შესაძლოა, არსებობს გარკვეული მასალა მასზე და ის ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

ჩემი პირველი პროტესტი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ იყო, როდესაც ის ჩაერია საეკლესიო საქმეებში, როდესაც სრულიად წარმოუდგენელი და აუტანელი რამ ხდებოდა -თოფურიძე ესწრებოდა სინოდის სხდომებს. როდესაც გიგი უგულავა შეიჭრა ტაძარში და პატრიარქს თითები უქნია, რომ თუ ხალხს არ დაშლიდა, სისხლს დაღვრიდა. ახლა მეუფე ამ ყველაფერს აქეთ გვიბრუნებს? ის იწყებს ჩარევას ამ საქმეებში?“,-აცხადებს ხათუნა ხოფერია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,172 ნახვა
%d bloggers like this: