სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდა. დიდ აიაზმაში წყალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
Facebook Comments Box