საზოგადოება

დღეს თოვლიანი დღეა მოსალოდნელი

Nusagi

20 იანვარს ქუთაისში თოვლი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, მოთოვს. ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. მოთოვს ზუგდიდშიც. დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც თოვლია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

მესტიაში თოვლი და -4 გრადუსი, ღამით კი -18 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი დღისით 0 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, მოთოვს, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.

0 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. თოვას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით -6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -15 გრადუსი იქნება.

გორში თოვლი და 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი -1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -9 გრადუსი იქნება. მოთოვს.

გუდაურშიც მოთოვს. დღისით -2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -4 გრადუსამდე გაეცემა, მოსალოდნელია თოვლი. ღამით კი -20 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, მოთოვს, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. მოთოვს.

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია სიღნაღში. დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,271 ნახვა
%d bloggers like this: