ლოს ანჯელესში, დღეს დილით ქართველი მსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობარი ნანა ღონღაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„თავზარდაცემული ვარ, დღეს დილით ლოს – ანჟელესში, თავის სახლში უცბად გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ულამაზესი ქართველი მსახიობი რუსიკო კიკნაძე! ჯერ ვერ მოვსულვარ გონებაზე, ისეთ შოკში ჩამაგდო ამ ამბავმა. ვისაც შეგიძლიათ დაუნთეთ სანთლები ეკლესიებში და მოიხსენიეთ მისი სული, გთხოვთ..“.-წერს ნანა ღონღაძე.
Facebook Comments Box