მედიცინა

პირველი კვლევები აჩვენებს, რომ ომიკრონი შესაძლებელია აზიანებდეს T-უჯრედებს ისევე, როგორც შიდსის ვირუსი

Nusagi

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ოთხი ინფორმაცია და სამი გრაფიკი მათთვის ვისაც ომიკრონი არაფრად მიაჩნია, ჰგონია რომ ვირუსის გადატანა უკეთესია ვიდრე ვაქცინაცია, რომ გართობა და წაყრუება დაიცავს ქვეყანას ხანგრძლივი კოვიდის პრობლემებისგან და რომ ერთი “პატიმრის” ახირებები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მთელი ქვეყნის მოსახლოების ჯანმრთელობა.

1)სპეციალისტებმა დაიწყეს საუბარი, რომ სამხრეთ აფრიკაში სიკვდილიანობა ძალიან იზრდება, შემთხვევების პიკიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. შესაძლოა, რომ “ომიკრონი” არ მიჰყვება ჩვეულებრივ 14-21 დღის ჩამორჩენას, როგორც ეს სხვა შტამების ტალღებისთვის იყო დამახასიათებელი.

2) კვლევამ აჩვენა, რომ ომიკრონის ინფექცია აძლიერებს ვაქცინებით გამოწვეულ ადრე არსებულ იმუნიტეტს, მაგრამ თავისთავად ვერ იწვევს, ჯვარედინ მანეიტრალიზებელი იმუნიტეტს სხვა შტამების მიმართ არავაქცინირებულ ადამიანებში.

3) ვაქცინაცია ეხმარება ომიკრონის წინააღმდეგ ორგანიზმის პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულმა პირებში ინფიცირების დასაწყისში ომიკრონის წინააღმდეგ დაფიქსირდა თითქმის იდენტური და დაბალი ნეიტრალიზაცია, როგორც არავაქცინირებულში, მათი ნეიტრალიზაცია გარკევული დროის შემდეგ გაცილებით უფორ მაღალია. ამიტომაც არის რომ ვაქცინირებულებში ეს ფორმა მიმდინარეობს უფრო ადვილად, და არა ის, რომ ზოგადად ომიკრონი ადვილი ფორმაა

4) და ძალზედ საყურდღებო, გასულ კვირას გამოჩნდა პირველი კვლევები რომლებიც აჩვენებს რომ ვირუსი შესაძლებელია აზიანებდენს T-უჯრედებს ისევე როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი და შესაბამისად იმუნური დეფიციტის პრობლემები შეიძლება წარმოიქმნეს როგორც ხანგრძლივი კოვიდის ერთ-ერთი ფორმა

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,271 ნახვა
%d bloggers like this: