ეკონომიკა

2024 კი არა, 2030-იც „ქართული ოცნების“ იქნება

Nusagi

“ტრიბუნას” ლიდერის დავით ჭიჭინაძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ემიგრანტებზე დგას, მისი განმარტებით, ეკონომიკური ზრდა გაზრდილი ემიგრაციის ხარჯზე ხდება:

“ციფრების ხიბლში ჩავარდნილი „ოცნების“ ჩინოვნიკები ეკონომიკურ ზრდაზე რომ გვესაუბრებიან,  ეს მათი კი არა,  ეს იძულებით გაზრდილი ემიგრაციის ხარჯზე ხდება.

სწორედ ჩვენი ემიგრანტების ხარჯზე ცხოვრობს დღეს მოსახლეობის  უდიდესი ნაწილი, თან ისიც ფაქტია, რომ ამ ტრანზაქციებშიც  კი  ფინანსური ჯგუფები უსხდებიან უსინდისოდ.

მოკლედ, ფინანსური მოდელი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ არის კატასტროფა და  არც გამოსავალი  ჩანს – ყველა ვალებით გადაივსო,  მსყიდველობითი უნარი არ არსებობს , შემოსავლები კი ძირითადად ვალების მომსახურებაზე მიდის.

ანუ, ვემსახურებით ბანკებს, ვისაც თავად აქვს ივანიშვილის ვალი. 

ეკონომიკის ზრდას კი მხოლოდ გადასახადებიდან გამომდინარე  და დღგ-ს ზრდიდან  გვითვლიან, იმიტომაც არის ამხელა მაჩვენებელი.

და აი ამ ყველაფრის მიუხედავად,  მაინც ისეთ მოცემულობაში ვართ და ისე მივდივართ, 2024 კი არა, 2030-იც „ქართული ოცნების“ იქნება,  სახელმწიფო თუ საერთოდ გვექნა მაგ დროისთვის…” – აცხადებს ჭიჭინაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,329 ნახვა
%d bloggers like this: