პოლიტიკა

გუშინ წალენჯიხაში, „ნაცებთან“ უკვე მერამდენედ გააფორმეს კოალიცია და დღეს უსინდისოდ, წარბიც რომ არ ეხრება, დგას და ამბობს „ნაცებთან“ კოალიციას არ ვაპირებთო – ზურაბ ქადაგიძე ნათია მეზვრიშვილზე

Nusagi

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას გამორიცხავს.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს… ამ უტიფარ ქალბატონს ვინმემ უთხრას, რომ პოლიტიკაში ხალხის თვალში ნაცრის შეყრა ცუდად მთავრდება. გუშინ წალენჯიხაში, ნაცებთან უკვე მერამდენედ გააფორმეს კოალიცია და მათი ხმების დახმარებით საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. დღეს უსინდისოდ, წარბიც რომ არ ეხრება, დგას და ამბობს ნაცებთან კოალიციას არ ვაპირებთო. მეორე უბედურება ის არის, რომ ადეიშვილის წიაღში გამოზრდილს თავი პოლიტიკოსი ჰგონია. ღალატის სიმბოლომ, გახარიამ ისე გასვარა ყველა, ვინც ახლოს მიიკარა, რომ აი ასეთ ტყუილებსაც კი კადრულობენ. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხი შემდეგ არჩევნებზე აუცილებლად მოგიჩენთ კუთვნილ ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე!“ – წერს ქადაგიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,172 ნახვა
%d bloggers like this: