საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: ამ ამბავს თავიდანვე ღრმა ფეიკის სუნი ასდიოდა და ყველაფერი გადავამოწმე, ცხადია, არც შევმცდარვარ

Nusagi

გუშინ ჩემი ყურადღება მიიქცია ნაცების არხზე გასულმა სიუჟეტმა, სადაც საუბარი იყო ვინმე ქალბატონ იარაჯულზე, რომელსაც ნაცმედიის თქმით, გაზი ჩაუჭრეს, ჰყავს შშმ პირი და სოციალური პრობლემების გამო ბიძინა ივანიშვილის სახლთან თვითდაზიანებები მიიყენა,-ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჯეტს ეხმაურება, რომელიც შშმ პირის დედის სუიციდის მცდელობას ეხებოდა. ნიკოლეიშვილის თქმით, გასულ სიუჟეტს თავიდანვე ფეიკის სუნი ასდიოდა და გადამოწმება გადაწყვიტა.

„რადგან ამ ამბავს თავიდანვე ღრმა ფეიკის სუნი ასდიოდა, თავი ვალდებულად მივიჩნიე ყველაფერი გადამემომწმებინა და ცხადია, არც შევმცდარვარ.

თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს და მისი ანაზღაურება 4 ათას ლარს აღემატება. გარდა ამისა, თავად იარაჯული სახელმწიფოსგან იღებს ყველა საჭირო სერვისს შეუფერხებლად. კერძოდ, მისი 12 წლის შვილი ყოველთვიურად იღებს შესაბამის ფინანსურ დახმარებას შეუფერხებლად.

ამასთანავე, არასრულწლოვანი ჩართული იყო ბავშვთა ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრებით მომსახურების არაერთ პროგრამაში. ამ დროის მონაცემებით ჩართულია ბინაზე მოვლის პროგრამაში და სარგებლობს ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის მომსახურებით.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს ქალბატონო სახელმწიფოსგან ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფილია, ასევე სოლიდური შემოსავალი აქვს მის ქმარს. აქედან დასკვნა – მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიპტური სურათი, მაგრამ საბედნიეროდ ახლა არც რეალური ინფორმაციის მოპოვებაა რთული დამ ით უმეტეს, არც სიმართლის გავრცელება!“,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,172 ნახვა
%d bloggers like this: