პოსტები სოციალური ქსელიდან

„ნაცების“ მობრუნებას არ დავუშვებთ ქვეყანაშიო და გუშინ, წალენჯიხაში „ნაცებთან“ გააფორმეთ მორიგი კოალიცია, რაც შემდეგ სააკაშვილმაც დაგიფასათ და კარგი შექებაც დაიმსახურეთ – ქართველიშვილი ლილუაშვილს

Nusagi

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გახარიას პარტიის წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც „თუ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას, ეს ჩვენ ვართ“.

„ნაცებთან ჩხოროწყუ/წალენჯიხაში დამყარებული ნანატრი კოალიციის თაობაზე, თქვენი პარტიის ლიდერის მოსალოცი „ეპისტოლე“ ვერ ვიპოვე და აქეთ რომ მოგილოცოთ, დაშავდება რამე? აბა, გააღე პირი და თქვი „აააა“…. დღეს „გახარიებს“ უტიფრობის დღე აქვთ, კალენდარშია ჩასანიშნი. თუმცა რაღა დღეს, პრემიერობიდან ღალატით წასვლის დღიდან ყოველ დღე იმ ცირკის კლოუნები არიან, აი, მათმა მაზაკვალმა ბელადმა რომ გადახურა და ახლა რომ აცეკვებს ამ საცოდავებს. შე სამარცხვინო, „ნაცების“ მობრუნებას არ დავუშვებთ ქვეყანაშიო და გუშინ, წალენჯიხაში ნაცებთან გააფორმეთ მორიგი კოალიცია, რაც შემდეგ სააკაშვილმაც დაგიფასათ და კარგი შექებაც დაიმსახურეთ. ხალხი თქვენ იდიოტი გგონიათ და ფიქრობთ, რომ ვერავინ ვერაფერს ხედავს? ეგრე გააგრძელეთ და გაზაფხულზე რეიტინგის გაზომვა არ დაგავიწყდეთ, თუ გაგესინჯათ პულსი საერთოდ და ბოლომდე თუ არ გადაგყლაპათ სააკაშვილის ბანდამ!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,271 ნახვა
%d bloggers like this: