ამ ქალს მეტი საქმე არ აქვს, ამ შტერს რომ დასევს აქ?,-ასე ეხმაურება ჟურნალისტი შალვა რამიშვილი უკრაინის სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის მონახულების ნებართვა სთხოვა. დენისოვა ასევე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის კვალიფიციური უზრუნველყოფა.
შალვა რამიშვილის თქმით, დღეს უკრაინა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, ქვეყნის სახალხო დამცველს კი მეტი საქმე არ აქვს.
„უკრაინაში ძალიან დიდი პრობლემებია. ჩვენი მოძმე ქვეყანა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას და ამ ქალს მეტი საქმე არ აქვს, ამ შტერს რომ დასდევს აქ?“,-კითხულობს რამიშვილი.
Facebook Comments Box