ჯანდაცვა

„შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“ – ბიძინა კულუმბეგოვი

Nusagi

„სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას არ იწვევს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონის“ გავრცელება თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება.

„ომიკრონის“ გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რომელიც თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება, მთლიანად ჯამური რაოდენობით პაციენტებს თუ შევხედავთ, არ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და არ იწვევს ადამიანების სიკვდილს.

ეს არის სრული შეცდომა ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა რისკის ადამიანი, განსაკუთრებით ასაკობრივი რისკი, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ონკოლოგიური პათოლოგია, ეს ადამიანები რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად.

რა არის გამოსავალი? – გამოსავალი აქედან არის პირბადის გამოყენება და ბუსტერული დოზის აუცილებლობა. 3 თვე თუ გავიდა აცრიდან აუცილებლად დაიმატეთ ბუსტერ დოზა, ეს არის თითქმის 90% გარანტია, რომ მძიმე დაავადება არ განვითარდეს“, – აცხადებს ბიძინა  კულუმბეგოვი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,271 ნახვა
%d bloggers like this: