პოლიტიკა

სააკაშვილის რეჟიმის დროს ამ მართლაც ნეობოლშევიკი ინტელიგენციისთვის სასათბურე პირობები იყო შექმნილი სამინისტროს სისტემაში, ახლა კი კარგავენ პრივილეგიებს – გია აბაშიძე

Nusagi

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინტერვიუს ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, სწორედ ის ხალხი ებრძვის ქალბატონ წულუკიანს, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს პრივილეგიებით სარგებლობდნენ, დღეს კი მხილებულია მათი არაპროფესიონალიზმი და რამდენიმე შემთხვევაში კანონის წინაშეც შეიძლება აგონ პასუხი.

„რატომ ებრძვიან კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ასე გააფთრებით და ასე სასოწარკვეთილად „თავისუფლად მოაზროვნე“ ხელოვანნი, (ნაც)ჟურნალისტები, პოლიტიკანები და (ნაც) სამოქალაქო აქტივისტები? იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, ამ მართლაც და ნეობოლშევიკი ინტელიგენციისთვის სასათბურე პირობები იყო შექმნილი სამინისტროს სისტემაში. ისევე, როგორც ბევრ სხვა უწყებაში სხვა ნაცმარიონეტებისთვის. ახლა კი კარგავენ პრივილეგიებს, მხილებულია მათი არაპროფესიონალიზმი და რამდენიმე შემთხვევაში კანონის წინაშეც აგებენ პასუხს. და ბუნებრივია, რომ ნაცსექტის სხვა ადეპტებიც ექომაგებიან „თავისუფალი არტის“ წარმომადგენლებს, სახელმწიფო ბიუჯეტის პარაზიტებს.

22 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას, ქალბატონმა წულუკიანმა არაერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ისაუბრა. გამოვყოფ რამდენიმეს:

საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, რომელშიც ლექსები ანა კალანდაძეს განზრახ თუ უნებლიეთ მოპარეს და ელენე დარიანს მიაკუთვნეს, ლაშა ბაქრაძემ კი თქვა, ასეთი შეცდომები იპარება, დაგვიმატეთ თანხა და ახალ წიგნს გამოვცემთო. ვერც დავიჯერე, რომ ამგვარი შეცდომების კასკადი შეიძლებოდა ერთ წიგნში ყოფილიყო. მით უმეტეს, ისეთი რესპექტაბელური ორგანიზაციის ხელში შექმნილ წიგნში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია.

სამინისტროს მხრიდან ახალი წიგნის გამოსაცემად თანხის თავიდან გაცემაზე უარი ითქვა. კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი, რადგან ანტიჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკა რურუა, ხოლო საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა იულონ გაგოშიძე, რომელიც საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი 20 წლით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი. ის ითხოვს თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან და მიიჩნევს, თუ ეს ასე არ იქნება, ეს საბჭოეთია, ოღონდ მას ავიწყდება, რომ დღესაც კულტურის სამინისტროსგან იღებს ხელფასს ისევე, როგორც მისი ოჯახის წევრები.

ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომელი ნინო ხუნდაძე ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა. ეს იმდენად დიდი „პროფესიონალია“, რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობაგამოცხადებულმა მუზეუმის ახალმა დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები. ყველა მედიასაშუალებას ვთავაზობ, როდესაც ინვენტარიზაცია დასრულდება, ფართო განხილვები მოეწყოს იმ სავალალო შედეგებზე, რომლის თანამონაწილეები ახლა უკვე ქუჩაში მყოფი აქციის მონაწილეები არიან, რადგანაც ვერავინ იტყვის – მერე რა მოხდა, როცა დაკარგულია ექსპონატები.

აღმოჩნდა, რომ გიორგი გაგოშიძისა და სხვა მსგავსი ვითომ პროფესიონალების, „პროფესორობით“ გელათის სახურავზე ასეულობით კვადრატულ მეტრზე დაგებულ ე.წ. წითელ და თეთრ კრამიტს არ გაუვლია სამხარაულის ექსპერტიზა. არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს არც ყინვამედეგობის და არც წყალმედეგობის კრიტერიუმებს. ვმუშაობთ იუნესკო-ს იმ იტალიელ ექსპერტებთან, რომლებზეც იუნესკო-მ თქვა, აი, ესენი არიან, ვინც დაგეხმარებათ გელათის გადარჩენაშიო.

ამასობაში, იქ წყალი არ ჩადის და მიუხედავად იმ ადამიანების წივილ-კივილისა – დადექით და უყურეთ, არ შეეხოთ არაფერს, ჩვენ შევძელით, გადაგვერჩინა. მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს, მერაბ ბუჩუკურს და მის გუნდს, რომლებიც არ დაგვზარდნენ და თუნდაც, ის რად ღირს, რომ მათ გადაარჩინეს ჩამოშლის პროცესში მყოფი მაცხოვრის კედლის მხატვრობა გელათში და არა მხოლოდ, სია გრძელია. გელათი ბაგრატის ბედს ვერ გაიზიარებს. ჩვენ ამისთვის უკვე ყველაფერი გავაკეთეთ და ვართ იმედიანად. თუმცა, ძალიან დიდი სამუშაო არის გარკვეული რისკები, სწორედ ამ არაკვალიფიციური ადამიანების გამო, რომლებიც დღეს ქუჩაში ბევრს ყვირიან.

ვფიქრობ, ამ რისკებს სწორად ვუმკლავდებით და არის მაქსიმალურად დაზღვეული. ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ ნამყოფი, ექვსი წლის ასაკში და სინამდვილეში, საფრანგეთში დაამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა. იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი. მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია და მეამაყება, რომ ის ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს – ჟორიკ რურუები და სხვა, კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე „ბომბონიერში“ გამოზრდილი ვითომ მეცნიერები“, – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,221,080 ნახვა
%d bloggers like this: