ex-sticky უცხოური მედია

უკრაინა ნაადრევს უწოდებს აშშ-ის გადაწყვეტილებას დიპლომატების ევაკუირებასთან დაკავშირებით

Nusagi

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა. უკვე გაიცა განკარგულება დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. მიზეზად სახელდება რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების საფრთხე. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

უკრაინის საგარეო უწყება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ნაადრევს უწოდებს.

„მიგვაჩნია, რომ ამერიკის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი ნაადრევი და ზედმეტად ფრთხილია“,-ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

საგარეო პოლიტიკის საქმეებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზელ ბორელმა კი, განაცხადა, რომ ჯერ არ აპირებს თავისი დიპლომატების ევაკუირებას, მიუხედავად რუსეთის მხრიდან საფრთხისა.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება უკრაინიდან გამგზავრების, იქნება ეს კომერციული რეისები თუ სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებები. მათი განმარტებით, სიტუაცია წინასწარ განჭვრეტადი არ არის, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის საზღვართან.

„არსებობს ცნობები, რომ რუსეთი აპირებს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. მდგომარეობა შესაძლოა, გაფრთხილების გარეშე გაუარესდეს“,-აცხადებენ აშშ-ში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ კიევში ამერიკის საელჩო, მიუხედავად დიპლომატების გამგზავრებისა, მუშაობას განაგრძობს. კერძოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებელი კრისტინა ქუინი კიევში რჩება. 

The New York Times (NYT)-ის ინფორმაციით, კიევიდან და ლვოვიდან დიპლომატების ევაკუაცია რუსეთმაც დაიწყო. გამოცემას უკრაინული უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ რუსულმა მხარემ თავის დიპლომატებს შეატყობინა, რომ მზად უნდა იყვნენ უკრაინის დასატოვებლად. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,220,990 ნახვა
%d bloggers like this: