„მთელმა მსოფლიომ იცის ამერიკის ხელისუფლების დაუნდობელი სტილი, მშვიდობიან მოსახლეობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს,“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, რუსეთს ამერიკული მხარისგან რჩევების მიცემა არ სჭირდება.
პესკოვი ამბობს, რომ დასავლეთის პოზიცია პროვოკაციულია და ამას რუსეთი არ აჰყვება.
„როგორც ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური პირები რუსეთს უკრაინის დიდ ქალაქებში შტურმით აღებისკენ უბიძგებენ, რათა შემდგომ ჩვენს ქვეყანას პასუხისმგებლობა დაეკისროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი პოზიცია პროვოკაციულია. მთელმა მსოფლიომ იცის ამერიკის ხელისუფლების დაუნდობელი სტილი, მშვიდობიან მოსახლეობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.
ყველას ახსოვს ყოფილი იუგოსლავიის დაბომბვა, სარაკეტო თავდასხმები ბელგრადის ცენტრში, მრავალი გაუმართლებელი მსხვერპლი ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ არ გვჭირდება რჩევები ასეთი სტრატეგებისგან.
რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ თანამედროვე მაღალი სიზუსტის იარაღს, დარტყმა ხორციელდება მხოლოდ სამხედრო და საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.