პოსტები სოციალური ქსელიდან

გვიან საღამოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს, თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, დაავადება დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის გამოკვლევებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანა.

მისი თქმით, პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი.

„გუშინ, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, გვიან საღამოს ჩვენს დროს ხელახლა აშენებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს. იქ ელექტრო ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა ჩამიტარდა.

პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობას და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი კრიზები, ნუ არც იყო გასაკვირი.

რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით.

ქართულ პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადებების სრულფასოვნად მკურნალობა აბსოლუტურად გამორიცხულია. ვფიქრობ, ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა თავიდანვე გათვლილი იყო ასეთ შედეგზე. ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო, გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.   

მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,690,583 ნახვა
%d bloggers like this: