პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ნოდარ რუხაძეს: საზეპიროა და დაიმახსოვრე- პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა დასჯადი ქმედებაა

Nusagi

,,სირცხვილია – “სირცხვილიას“ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე სიტყვა “სირცხვილიას”. ამოფარებული თავად სასირცხვილო ქმედებებს რომ ჩადიხარ.’’ – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ,,სირცხვილიას’’ აქტივისტის ნოდარ რუხაძის facebook – სტატუს, სადაც რუხაძემ პოლიციელის პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

როგორც მეგრელიშვილი წერს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა დასჯადი ქმედებაა.

,,სირცხვილია – “სირცხვილიას“ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე სიტყვა “სირცხვილიას” ამოფარებული თავად სასირცხვილო ქმედებებს რომ ჩადიხარ. სირცხვილია – “სირცხვილიას” წევრებს თქვენივე მოძრაობის სახელწოდება გააზრებული რომ არ გაქვთ და გგონიათ, რომ “თქვენთვის ყველაფერი მოსულა”.

ამჯერად ნოდარ რუხაძეს აჩვენეთ, ეს მიმართვა მისთვისაა და საზეპიროა!

ნოდარ, მიწევს შეგახსენო, რომ საქართველოს პოლიცია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. შენი ერთ-ერთი აქტივობის დროს შენ არ დაემორჩილე კანონს, სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად ასევე სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განუხორციელებლობის მოთხოვნას და დაგაკავეს, რაც შენი სირცხვილია.

სირცხვილია რომ არ იცოდი, მაგრამ დღეიდან დაიმახსოვრებ, რომ საქართველოს პოლიცია საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს. მათდამი სიტყვიერი დაპირისპირება და დაუმორჩილებლობა კანონდარღვევაა და სირცხვილია. დიდი სირცხვილია კანონისადმი დაუმორჩილებლობის ჟინით ქართული პოლიციის პოლიციელის პერსონალური მონაცემები რომ საჯაროდ გამოფინე და “სირცხვილიას” წევრები მასთან ზარის გაშვებით ერთობით!

საზეპიროა და დაიმახსოვრე- პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა დასჯადი ქმედებაა. დიახ, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის გამოყენებით ისჯება. ამ ყველაფერს იმედია “სირცხვილიას” ოფისში ხმამაღლა გამოთქმით წაიკითხავ და დაიზეპირებთ. ერთი თხოვნაც მაქვს, მოდით, შეთანხმდით და “სირცხვილიას” აქტივისტებმა საკუთარი თავები თქვენ მიერ ჩადენილი სასირცხვილო ქმედებებისთვის მოთაგეთ გავიგებთ შენნაირი კიდევ რამდენი გყავთ,’’ -წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,836 ნახვა
%d bloggers like this: