უცხოური მედია

კრემლს არ აქვს ინფორმაცია კადიროვის უკრაინაში ყოფნის შესახებ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ.

კადიროვის მიერ, მის უკრაინაში ყოფნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კრემლი არ ადასტურებს. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ინფორმაცია არ დაადასტურა და ჟურნალისტები კადიროვის ადმინისტრაციასთან გადაამისამართა.

„ის (კადიროვი), ჩემი აზრით, პირდაპირი მნიშვნელობით არ ამბობდა, რომ (უკრაინაში) იყო. პირდაპირი განცხადებები არ ყოფილა, ამიტომ გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციას“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში პირადად კადიროვის ჩართულობაზე პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს.

„არა, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს“, – დასძინა პესკოვმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,206 ნახვა
%d bloggers like this: