პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსა და უკრაინელ ხალხს მინდა პატივისცემა და სოლიდარობა დავუფიქსირო, მაგრამ როდესაც ინსტიტუტის პატივისცემას ვერ ვხედავთ, ეს არის ძალიან ცუდი

Nusagi

ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსა და უკრაინელ ხალხს მინდა პატივისცემა და სოლიდარობა დავუფიქსირო, მაგრამ როდესაც ინსტიტუტის პატივისცემას ვერ ვხედავთ, ეს არის ძალიან ცუდი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„მე მინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს პატივისცემა დავუფიქსირო, უკრაინელი ხალხის მიმართ კი პირველ რიგში სოლიდარობა, პატივისცემა გამოვხატო, მაგრა როდესაც ინსტიტუტის პატივისცემას ვერ ვხედავთ, ეს არის ძალიან ცუდი. როდესაც პირველი შემთხვევა იყო ისეთი, რომ გაუფრთხილებლად მოხდა რიგგარეშე სხდომის მოწვევის მცდელობა, მეორე შემთხვევაში უხერხულობა შეიქმნა მისიის წარმომადგენლის დარბაზში ყოფნასთან დაკავშირებით. მგონია, რომ მსგავსი პრეცედენტები აღნიშვნას საჭიროებს, რომ არ შეიქმნას ტენდენცია მომავალში ასეთი ფაქტების. იმ უხერხულობისათვის, რაც ახლა შეიქმნა, უკაცრავად, მისიის წარმომადგენელთან და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მას პატივისცემას“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,842 ნახვა
%d bloggers like this: